ქეთი დოლიძე კულტურის სამინისტროს დაუპირისპირდა

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა.
„როგორი სამინისტროცაა, ისეთივეა მისი ლევან ჟორჟოლიანი!
ის, ვის და როგორ აფინანსებს ფონდი “ქართუ”, ეს თქვენ არ გეკითხებათ! მას რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეს თავის თეატრში, არ ირბენდა ამდენს!
მდაბიოა ეს საქციელი, მაგრამ დღესაც რომ რურუა მართავს მაგ უწყებას, ეს პირდაპირ ზედაპირზე დევს: იგივე “მტრები”, იგივე ფავორიტები და იგივე ხელწერა!
ახლა მოვითხოვთ, ამხანაგო ჟორჟოლიანო, გამოაქვეყნოთ თანხა, უფრო სწორედ, მილიონები, რომელიც ჯაზფესტივალისთვის გადაირიცხა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან!
ასევე, რამდენი თანმშრომელი გაუშვით და რატომ გაქვთ PR-ის ორი 2! დეპარტამენტი, სადაც 10! ადამიანი მუშაობს!
და ბოლოს: დოკუმეტურად, რამდენით შეიმცირეთ ხელფასები!“ – წერს ქეთი დოლიძე.
გუშინ მანვე განაცხადა, რომ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს სასამართლოში უჩივლებს. “არაფერი გამოგივა, უსინდისო ადამიანო! თუმანიშვილის თეატრი უმწიკვლოდ მუშაობს და საინტერესოა, თუ მარტო ხელფასის ფული გვაქვს, მე ვაკლებ ფულს ზურაბ ყიფშიძეს? ამ ადამიანს მე სასამართლოში ვუჩივლებ! აუცილებლად!
ბატონო პრემიერ-მინისტრო! როდემდე უნდა დაგვცინოს მინისტრმა?”, – წერდა ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები