KVARTALI ელექტრონული მუსიკის სამ გამორჩეულ არტისტს უმასპინძლებს

21 აპრილს, იპოდრომზე KVARTALI  ელექტრონული მუსიკის სამ გამორჩეულ არტისტს უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მსოფლიოში სახელგანთქმული არტისტების გამოსვლამდე, მსმენლის წინაშე  ქართველი DJ გიო შენგელია წარდგება.
KVARTALI-ს მიერ წარმოდგენილი პირველი მუსიკოსი იქნება ფრანგი არტისტი Rodriguez Jr, რომელიც ელექტრონული მუსიკის სფეროში განსხვავებული ხედვით გამოირჩევა და ღიად აცხადებს, რომ მისი შემოქმედება ტექნომუსიკის დაფარვის არეალის გაზრდას ემსახურება. Rodriguez Jr “mobilee records”-ს ახალი თაობის ვარსკვლავებს შორის დგას და მსმენელისთვის ცნობილია ისეთი სინგლებით, როგორიცაა Mistral (Remixes) Chrysalism Persistence Of Vision და სხვა.
მეორე არტისტი, რომელიც 21 აპრილს იპოდრომზე დაუკრავს, Matador-ია, ირლანდიელი მუსიკოსი, რომელიც განთქმულია თავისი რემიქსებით და რომელმაც მსოფლიო დონის პოპულარობა ტექნოარტისტის კარიერის დაწყებიდან 3 წელიწადში მოიპოვა. Matador-ი ცნობილია ისეთი კომპოზიციებიც, როგორიცაა Domino, Velvet Revolver, The Vicar და სხვა.
მესამე მუსიკოსი Paco Osuna-ა. 2006 წელს მან ჩამოაყალიბა თავისი მუსიკალური პლატფორმა “mindshake”. 2006 წელსვე დაარსა ბარსელონაში club4, რომელიც ცნობილი გახდა დიზაინით და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებით. საკუთარი სტუდიური შემოქმედებით Paco ნელ-ნელა განვითარდა და დროთა განმავლობაში მან შეიმუშავა საკუთარი მუსიკალური მარკა. მისი ტექნო საუნდი მოიცავს ღრმა, ბნელ და წარმოსახვით ბგერებს. 2014 წელს მან გამოუშვა ალბომი “Minus”, რომელშიც შეხვდებით მისთვის დამახასიათებელ განუმეორებელი სტილის მუსიკას. ასევე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო ესპანეთში: საუკეთესო არტისტი, საუკეთესო ტექნო DJ და წლის საუკეთესო DJ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები