პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე „მძევლების” სპეციალური ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა

რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ ადგილობრივი პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 20 აპრილს შედგება, მანამდე კი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ჩვენება გაიმართა.
ჩვენების შემდეგ ფილმის გადამღებმა ჯგუფმა სასტუმრო „რუმსში” გადაინაცვლა, სადაც ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.
“მძევლების” საერთაშორისო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს. “მძევლები” ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები