მაია ბითაძე შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე შვეიცარიული კომპანიის (Joint Venture of Stucky Ltd., Stucky Caucasus Ltd., SEEC Ltd) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვერდრაზე ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების სცენარების  სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ანგარიშის მომზადებაზე იმსჯელეს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორისა და მასთან დაკავშირებული გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების სხვადასხვა სცენარისათვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ზემოაღნიშნულ შვეიცარულ კომპანიას (Joint Venture of Stucky Ltd., Stucky Caucasus Ltd., SEEC Ltd) შორის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
პროექტი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მხარდაჭერით და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება და მიზანად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ელექტროენერგეტიკის სექტორის სტრატეგიული განვითარების სცენარების თაობაზე საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები