სახელმწიფო ენის დღე ქუთაისში

22 წელია, ქუთაისში ტარდება 14 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული – ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავად.
წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტში, კვირეულის ფარგლებში გაიმართა: კონკურსი: „ვინ უკეთ წერს“,  ვიქტორინა: „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“  და დასკვნითი ღონისძიება: ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია ქართული ენის შესახებ. – ამ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე ავრცელებს.
„სტუდენტებმა უნივერსიტეტისა და ქალაქის მასშტაბით დაარიგეს ბუკლეტები ქართული ენის შესახებ ინფორმაციითა და მცდარი და მართებული ენობრივი ფორმებით.
ვიქტორინაში „თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ საქართველო არ გყვარებია“, რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდა, მონაწილეობდა სტუდენტთა 11 გუნდი.
პირველი ადგილი დაიკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა „უბრჯგუ“;
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „ხომლი“, მესამეზე კი – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „სინონიმები“.
კვირეული ორგანიზებული იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის, ქართული ენის მიმართულების და სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის მიერ“, – აღნიშნავს ტარიელ ფუტკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები