კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა.
“ის ყველაფერი, რაც ამ საქმის ირგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განხილული იქნას ზეწოლად. ჩვენ თუ გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმეების მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით – ამის ფაქტები არსებობს, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ… შემდეგ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა. პრეზიდენტმაც გააგზავნა წერილი, თუ არ ვცდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე და ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები