ნოდარ მგალობლიშვილს მარჯანიშვილის თეატრი არ დაუტოვებია

გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნოდარ მგალობლიშვილმა მარჯანიშვილის თეატრი დატოვა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ  „კვირას“ მსახიობის მეუღლემ ნინო ჩხიკვიშვილმა განუცხადა.
„ნოდარი ცოცხალია თუ მკვდარი, დღემდე არავის გახსენებია და ახლა ამ თემით სკანდალის მოწყობა უმართებულო და უზნეობაა“, – აღნიშნა ნინო ჩხიკვიშვილმა.
ნოდარ მგალობლიშვილის მიერ თეატრის დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფს მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილიც. მისი თქმით,  16 მსახიობს ხელფასი ნამდვილად შეუმცირდა, ხელფასების შემცირება მოხდა 10%-იდან 40%-მდე. ნოდარ მგალობლიშვილს ხელფასი 40%-ით დააკლდა, თუმცა, ნოდარ მგალობლიშვილს თეატრი არ დაუტოვებია, – აღნიშნავს მაზმიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები