მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შსს-ს ავტომანქანა დაზიანდა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანა დაზიანდა, – ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთმანეთს ”ბე ემ ვეს” და ”მერსედესის” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთი ავტომობილი სამინისტროს ავტომობილს შეეჯახა.
აღნიშნული ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორც ”კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები