„კეთილი ენის ელჩები“ სკოლებში სახალისო გაკვეთილების ჩატარებას იწყებენ

12 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ენის ფესტივალის გახსნის ღონისძიება გაიმართება. როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბილიოთეკის ფონდებში დაცული  დედაენის ისტორიული გამოცემები გამოიფინება.
პროექტის ინიციატორია საგანმანათლებლო ცენტრი „ცამდე“. ფესტივალის მიზანია, ახალ თაობას შთაუნერგოს და  მისცეს ბიძგი, იფიქრონ, იაზროვნონ, წერონ და იკითხონ ქართულად. პროექტი მთელი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებს ქართული ენის შექმნის ისტორიას, მათთვის საინტერსო და სახალისო  ფორმით მიაწვდიან.
პროექტის ფარგლებში „ენის კეთილი ელჩები“ შეირჩნენ –  პირველი ქართული უნივერსიტეტისა და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი, რომლებიც 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილს მესამე- მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ. გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას. კონკრეტული აქტივობა მარტიდან დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები