მდინარე კინტრიშში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლული აღმოჩნდა

ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლული აღმოჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 29 წლის მამაკაცი დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომლისთვისაც სახლი გირაოს სანაცვლოდ ჰქონდა გადაცემული, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ანგარების მიზნით მიაყენა, ცხედარი კი მდინარეში გადააგდო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები