ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია” გაიმართება

13 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის – „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები”ფარგლებში, გაიმართება ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე წარმოდგენილი იქნება 2012 წელს ლაგოდეხის რაიონში შესწავლილი  ძვ.წ. III  ათასწლეულის ყორღანული სამარხი. ლექციაზე საუბარი იქნება ანანაურის N3 დიდი ყორღანის ისტორიულ-არქეოლოგიურ,  ინტერდისციპლინარულ კვლევებსა და ყორღანში აღმოჩენილი არქტეფაქტების რესტავრაციის პროცესებზე.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები