გურამ მაჭარაშვილი: საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა ერთად ყოფილიყო ჩართული პროცესებში

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატი სამწუხაროდ პრეზიდენტის გარეშე შედგა, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა აპრილში დასრულდება. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, კომისიის მუშაობაში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო.
“ვენეციის კომისია იყო ჩამოსული და დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, თუ იქნებოდა რაიმე სახის პრინციპული შენიშვნები, ჩვენ ამას აუცილებლად გავითვალისწინებდით. საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა ერთად ყოფილიყო ჩართული პროცესში. მე ძალიან ვწუხვარ პრეზიდენტის არჩევანის გამო, როდესაც მან უარი თქვა კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება პრევენციის სახით, რომ არავინ მოახდინოს გავლენა იმ ადამიანებზე, ვინც საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობს და არ მოხდეს მათი მხრიდან ზეწოლის შედეგად კომისიის დატოვება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები