ლევან იზორია: გარკვეული პერსონალური გადაწყვეტილებები ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული იყო

გარკვეული პერსონალური გადაწყვეტილებები ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული იყო, -ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა, რითაც უწყებაში განხორციელებულ ოპტიმიზაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მინისტრის თქმით, რაც თავდაცვის უწყების რეფორმირებისთვის გადაიდგა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ იყო მიმართული.
“გარკვეული პერსონალური გადაწყვეტილებები ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული იყო და ამის დასაბუთებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში წარვადგენ, მაგრამ რაც ამის ლეგიტიმაციას და სიმყარეს გვაძლევდა, არის ის, რომ ყველა ნაბიჯი, რაც თავდაცვის უწყების რეფორმირებისთვის გადაიდგა, მიმართული იყო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებისკენ, ნატო-ს მიერ განსაზღვრული სტატეგიული მიმართულებების ფარგლებში – იქნებოდა ეს მდგრადობის გაძლიერება, დაფინანსების კუთხით თუ სხვა მიმართულებით, ჩვენი თავსებადობისათვის ნატო-სთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასე რომ, ამის მყარი ლეგიტიმაცია გვაქვს, გვაქვს მყარი საერთაშორისო აღიარება და ამ პროცესს ჩვენ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.
ამ წუთებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშსს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები