შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა

 შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალს, ჟან-პიერ მიშელს შეხვდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პოლიციის ატაშე საფრანგეთში და ეროვნული ჟანდარმერიის მთავარი დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ჟან-პიერ მიშელმა დავით ნატრიაშვილს ევროპოლსა და საქართველოს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას.
დავით ნატრიაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს, ბრუნო ბალდუკის ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს შს სამინისტროსთან. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერლის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ეროვნული ჟანდარმერიისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორს, მირეი ბალესტრაზის შეხვდა.
მან დავით ნატრიაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს, ლაშა მედულაშვილის წარმატებული მუშაობა. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ფრანგ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა ტერორიზმის და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დავით ნატრიაშვილი პარიზში მობილური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისსაც ეწვივია. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სამსახურის უფროსმა, ბერნარ ტიბუმ უმასპინძლა და მობილური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ფრანგული მხარის გამოცდილება გაუზიარა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ნატრიაშვილი ასევე შეხვდა ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებს და აღნიშნული სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები