მარგველაშვილი კობახიძეს პასუხობს: ის არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაც უთხრეს და დაიჯერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა.

“სულ ვამბობდი საკონსტიტუციო კომისიის დახმარების შესახებ. საკონსტიტუციო კომისიის წევრები ჩემთან ერთად დადიან რაიონებში, იქ ესაუბრებიან ხალხს და ა.შ. ახლა, ამ ფონზე, როდესაც კეთდება ასეთი განცხადებები შეთქმულების თეორიაზეს არის გარკვეულად შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაც უთხრეს და დაიჯერა, მე არ მგონია მოიგონა… პოლიტიკაში ვინც არის, ყველამ იცის, რომ ათასი ადამიანი მოდის და რაღაცას გეტყვის. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა. არ მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად იყოს გაკეთებელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები