ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო.
ლევან იზორიამ გენერალური მდივნის თანაშემწეს ელჩ თაჩან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმოადგენდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროა და ამ მიმართულებით ალიანსთან ერთად კონკრეთული გეგმები დაისახა.
სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები