ზაზა ოქუაშვილი: პრობლემების ადგილზე გაცნობა შედეგს აუცილებლად მოგვცემს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის რიგით მესამე გასვლითი სხდომის შემდეგ, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში გამართა, ჟურნალისტებთან კომენტარი უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმა, ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა.
„დღევანდელი მხარდაჭერა, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესია. ამასთან, ადგილებზე ხდება გარკვევა, თუ რა პრობლემებია, რომლებიც დღევანდელ დაგეგმვაში შეიძლება, გათვალსწინებული არ არის. ასეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვა რაიონებშიცაა დაგეგმილი. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოგვცემს,“ – აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასვლით სხდომაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესრულების ანგარიში და 2017 წლის პროგრამების შესახებ ვრცელი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისაგან, ზაალ მიქელაძისგან მოისმინეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარია, საიდანაც 11 829 990 ლარი პროგრამული ნაწილისთვისაა განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები