გიორგი ალიბეგაშვილი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ”კვირას” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, გიორგი ალიბეგაშვილმა მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი მსახიობის, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პიროვნების, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. ის ყოველთვის გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელითვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ბატონი გივის ოჯახს; სრულიად საქართველოსთან ერთად პატივს მივაგებთ მის ნათელ ხსოვნას’’,- ნათქვამია გიორგი ალიბეგაშვილის სამძიმრის წერილში.
გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები