თავდაცვის უწყების წარმომადგენელი სახალხო დიპლომატიის ფორუმზე

 ნატოს დღეების ფარგლებში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ერთ-ერთ პანელში „კიბერშეტევა და ომის ახალი ხელოვნება“ მომხსენებლად თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილე, დავით ჭილაშვილი გამოვიდა.
მან თანამედროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევებსა და რისკებზე ისაუბრა და ყურადღება თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე გაამახვილა. ამ თვალსაზრისით, მან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. დავით ჭილაშვილმა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ საშუალებებებსა და ბიუროს მუშაობის სპეციფიკაზეც ისაუბრა.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში მეორედ იმართება და ხვალ ამ ღონისძიებით საქართველოში ნატოს დღეები დასრულდება. ფორუმი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. კონფერენციაზე საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლსა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები