ნინო ბურჯანაძე: „მყარი ნაციონალები“ ცდილობდნენ, რომ დათა ახალაია არ დაესაჯათ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.
„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმეა. ნინო ბურჯანაძემ დაკითხვისას 10 წლის წინანდელი შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. „ ძალიან მყარი ნაციონალები, რომლებსაც თვალზე ბინდი ჰქონდათ გადაკრული, ძალიან მყარად ცდილობდნენ, რომ რაღაც სირაქლემას პოზა დაეკავებინათ. განსაკუთრებით გამოვყოფ გიგა ბოკერიას, ნიკოლოზ რურუას, გიგი უგულავას, კახა ლომაიას, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან მწვავე პოზიცია, განსაკუთრებით ბოკერიას, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო დათა ახალაიას დასჯის. ეს კამათი ჩემსა და ბოკერიას შორის პრეზიდენტის ოთახში მოხდა.
ის მე მეუბნებოდა, რა გინდათ, ქალბატონო ნინო, ჩვენ დავსაჯეთ დამნაშავეები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, რატომ უნდა დავსაჯოთ ვინმე სხვა? იმიტომ, რომ თქვენ და საზოგადოებას ასე გინდათ ? ამ ადამიანებს პირდაპირ არაფერი ჩაუდენიათ და არაფერი უმტკიცდებათო. იყო მცდელობა, რომ მაქსიმალურად თავდაპირველი ბრალის სიმძიმე გადაეტანათ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, ანუ ცდილობდნენ ხატოვნად, რომ იმ ახალგაზრდას ჰქონდა ძალიან ცუდი სიმთვრალე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სასამართლოში დაკითხვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები