სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ა.დ-სა და რუსეთის მოქალაქის, ე.პ-ს ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, ჯამში, 5200 ღერი სიგარეტი გამოავლინეს.
კანონდამრღვევ პირებს ბარგში ასევე სხვა არადეკლარირებული საქონელი – ალკოჰოლური სასმელები (კონიაკი 18 ლიტრი, ღვინო 24.75 ლიტრი) და კოსმეტიკური ლაქი (72 ც) აღმოაჩნდათ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს, მას ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები