„რასაც ჩავიფიქრებ, ყოველთვის ვასრულებ“ –  გზა მერილენდის შტატის ნოტარიუსობამდე

გზა, რომელიც გაიარა, იოლი არ ყოფილა. უამრავი უძილო ღამისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დღეს  ამერიკის შეერთებულ  შტატებში წარმატებით მოღვაწეობს… წითელ დიპლომზე დაამთავრ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმიფო უნივრსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტ აქტიურად მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში, პირველი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (რუსეთის გარდა), ვინც ჰარვარდმა ნეიმენის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა,  20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა ბეჭდურ მედიასა და სატელევიზიო სივრცეში, მაინც გადაწყვიტა, ემიგრაციაში წასვლა…
ამბობს, რომ ბუნებით მოუსვენარია, ყოველთვის სიახლეებს და პროფესიულ თავგადასავლებს ეძებ
ახლახან მერილენდის შტატის ნოტარიუსად დაამტკიცეს, მანამდე კი კომპიუტერულ მეცნიერებაში საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი გახდა. – რუსუდან წერეთლის პერსონა.

– რუსთავში დავიბადე და გავიზარდე…. ბევრი ტკბილი და თბილი მოგონება მაქვს ჩემს ქალაქთან. დედა სპეციალობით  რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია… მუშაობდა სკოლაში პედაგოგად…  ბოლო 10 წელი  იყო რუსთავის 23-ე საშუალო  სკოლის დირექტორი. მამა პროფესიით ქიმიკოსი იყო… ჯერ მუშაობდა ავტომატიკის ინსტიტუტში და შემდეგ – ცემენტის ქარხანაში.
მამა ამ რამდენიმე წლის წინ ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა…. მის დაკრძალვაზე, სამწუხაროდ, ვერ ჩავედი, რადგან ამერიკაში, ახალ სამსახურში სულ 2 დღის დაწყებული მქონდა მუშაობა და ვერ მივატოვებდი… დღემდე ეს ჩემთვის დიდი დარდი და ტკივილია. გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც ფასობდა და დღემდე ფასობს ადამიანობა, სამართლიანობა, მოყვასის გატანა და თანადგომაა.
მინდა, აუცილებლად აღვნიშნო  ჩემი გამზრდელი ბებიისა  და პაპის, დედაჩემის მშობლების – მედეა დარჩიაშვილის და ბახვა მიქელაშვილის ამაგი ჩემზე და ჩემს ძმაზე… ამ ადამიანებმა წარმოუდგენელი რამ გააკეთეს ჩვენთვის – შვილიშვილების კეთილდღეობისათვის და ჩვენი უზრუნველი მომავლისათვის …. სიმართლე გითხრათ, მეც და ჩემი ძმაც საკმაოდ სიმკაცრეში ვიზრდებოდით… ოჯახში პირველ ადგილას იყო დისციპლინა… ჯერ კიდევ კომუნისტების წლებში ჩვენს ოჯახში იკითხებოდა ბიბლია და დავდიოდით სიონის ეკლესიაში. მაშინ, ჩემს ბავშვობაში რუსთავში ეკლესია არ იყო აშენებული და თბილისში გვიწევდა ჩასვლა…
 რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?
– თავიდან თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება… როგორც ამბობენ, ამის გარკვეული მონაცემებიც მქონდა… ბავშვობა გავატარე ვერიკო ანჯაფარიძის, გიგა ლორთქიფანიძის, ანზორ ქუთათელაძის,  მიშა თუმანიშვილის და გურამ საღარაძის გვერდით… ისინი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ… მახსოვს, ერთხელ დედაჩემის მამამ მთხოვა, რომ არ წავსულიყავი ამ ფაკულტეტზე, რადგან ძალიან დიდი ნერვები და ენერგია სჭირდებოდა… ასე მითხრა: „ოჯახი არ გექნება”…
ამიტომ შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ავირჩიე… ვწერდი კარგად… თან ჟურნალისტიკასა და თეატრალურ ფაკულტეტს შორის ერთგვარი მსგავსებაა, იქაც ხალხთან და მასასთან გიწევს მუშაობა და ახდენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
1997 წელს წითელ დიპლომზე დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი…. ჩემი თაობა ის თაობაა, რომელიც თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის შექმნას და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს…
საქართველოში ბეჭდურ მედიასა და სატელევიზიო სივრცეში აქტიურად მოღვაწეობდით… პარალელურად პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებთან თანამშრომობდით. საინტერესო ჟურნალისტური გზა გქონდათ… რას გაიხსენებთ ახლა, ამ გადასახედიდან, ჟურნალისტური წარსულიდან?
– დიახ, მართლაც რომ საინტერესო და მრავალფეროვანი ჟურნალისტური წარსული მქონდა საქართველოში… 20- წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება ბეჭდურ თუ სატელევიზოო სივრცეში, პატარა დრო არ არის… პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა… პირველ რიგში, ადამიანებთან, კოლეგებთან და რესპონდენტებთან ურთიერთობა… სხვისი აზრის, რაც არ უნდა საწინააღმდეგო იყოს, მოსმენა და პატივისცემა. მიუკერძოებლობა… მქონია ურთიერთობა მრავალ ცნობილ პოლიტიკოსთან, საზოგადო მოღვაწესთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ…
2004-2005 წლებში, პირველი იყავით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტისწავლობდით ჰარვარდის უნივერსიტეტში და თავისთავად მნიშვნელოვანი პერიოდი იყო
– ჰარვარდში სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე გახლდით პირველი და დღემდე ასეა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (რუსეთის გარდა), ვინც ჰარვარდმა  ნეიმენის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა და ერთი წელი ჰარვარდში საჯარო პოლიტიკის სწავლების უფლება მომცა… ჩემი ლექტორები იყვნენ მმართველობის ხელოვნებაში: დევიდ გერგენი, „სი-ენ-ენის“ ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი, საჯარო გამოსვლის ოსტატობაში მარი დენზიგერი, რომელიც ბილ კლინტონის საარჩევნო კამპანიის დროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებით იყო დაკავებული… მე ურთიერთობა მქონდა მადლენ ოლბრაიტთან, ჰარვარდის პრეზიდენტთან, ლარი სომერსთან, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ამერიკის ხაზინის უფროსი იყო…
– ცნობილები პიროვნებებიდან ვისთან ურთიერთობა გახსენდებათ ახლა განსაკუთრებით?
– ბობ ვუდრობთან ურთიერთობა, რომელიც „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობილი ჟურნალისტი და უოტერგეიტის ავტორია. მქონდა პატივი, მასთან ერთად საგამოძიებო ჟურნალისტიკის კურსის ტრენინგს გავძღოლოდი ამერიკაში. ეს არის საოცარი, უშუალო და კონტაქტური ადამიანი. მეორე  – ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ზბიგნევ ბჟეზინსკი. მასთან ინტერვიუ მქონდა, რომელიც შემდეგ  უშუალო საუბარში გადაიზარდა… დღემდე მაქვს კონტაქტი მასთან და ბევრ რამეზე ვსაუბრობთ – რუსეთზე, უკრაინაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოზე.
მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი ხართმოღვაწეობდითამერიკის ხმაშირა შეგძინათ ამ წლებმა?
– მსოფლიოს პრესის ინსტიტუტის წევრობის შედეგად საშუალება მქონდა, სტაჟირება გამევლო და მემუშავა ამერიკის ტელევიზიებსა და გაზეთებში…  რაც შეეხება „ამერიკის ხმის” ქართულ განყოფილებაში მუშაობას, ეს უკვე ჩემი ემიგრაციის შემდეგ ხდება. მწვანე ბარათის მიღებისთანავე, 2011 წელს, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში, დედაქალაქში  გადმოვდივარ საცხოვრებლად და სამუშაოდ… „ამერიკის ხმას” ჩემი მუშაობის შედეგად ბევრი საინტერესო რეპორტაჟი და მასალა შევძინე ქართული ემიგრაციისა და კულტურის შესახებ…
როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი
– როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი? – ბევრი რამის თქმა შეიძლება … მოკლედ რომ გითხრათ, პირველ რიგში, განათლებული, მართალი საკუთარი სინდისისა და საზოგადოების წინაშე, სუფთა წარსულისა და მორალის, ზნეობის მქონე, ჰქონდეს მოსმენის კულტურა, იყოს მამაცი, იცავდეს პროფესიულ ეთიკას…
წარმატებული ჟურნალისტური კარიერის მიუხედავად,  2010 მაინც წახვედით ემიგრაციაშირამ მიგაღებინათ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება?
–  ჰარვარდიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში ვაგრძელებ და ბოლოს, სანამ ემიგრაციაში წამოვიდოდი, ვმუშაობდი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინფორმაციო განყოფილების უფროსად.
ემიგრაციაში 2010 წელს წამოვედი არა ეკონომიკური გაჭირვების, არამედ ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების გამო…  დავტოვე მეუღლე და 8 წლის შვილი… 10 იანვარს უკვე ნიუ-იორკში ჩამოვფრინდი, სადაც ფაქტობრივად ცხოვრება თავიდან, ანუ ნულიდან დავიწყე…
ჟურნალისტიკიდან კომპიუტერულ მეცნიერებაში წახვედით და სამედიცინოტექნოლოგიურ კორპორაციამედისოლვშიმუშაობთრადიკალურად შეიცვალეთ პროფესიარას მოიცავს თქვენი საქმიანობა?
– ჟურნალისტიკა ეს უფრო ხასიათია, ვიდრე პროფესია… ამიტომ მინდოდა სხვა რაიმე ახალი და საინტერესო პროფესიის შესწავლა ამერიკაში, რაც ფინანსურად ძალიან მომგებიანი იქნებოდა… ეს აღმოჩნდა კომპიუტერული მეცნიერება… ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, უამრავი უძილო ღამე, ყოველ წუთს სწავლა და ცოდნის განახლება… ისევ გამოცდები… ამჟამად  საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ვარ…. თუმცა ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ და წარმოვადგენ ყველაზე პოპულარული და ცნობილი რადიოს, რადიო „თბილისის” სპეციალურ კორესპონდენტს ამერიკაში, სადაც ასევე ვუძღვები გადაცემას – „ამერიკის დროით”….
კიდევ ერთი სიახლე პროფესიის თვალსაზრისმარტში მერილენდის შტატში, ბალტიმორის სასამართლო შენობაში კონსტიტუციაზე ფიცი დადეთთავისთავად, საინტერესოა, ქართველ ქალს ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოტარიუსად რომ ამტკიცებენ
– ამერიკაში რაც მეტი პროფესია გაქვს, მით მეტად წელგამართული ხარ… ამიტომ ამ სფეროშიც გადავწყვიტე  შესაძლებლობების მოსინჯვა… ისე, ბუნებით ძალიან მოუსვენარი ვარ… ყოველთვის სიახლეებს და პროფესიულ თავგადასავლებს ვეძებ… მიღწეულით ვერასდროს ვჯერდები…
 ოჯახ, მეუღლე და ვაჟი გყავთ
– მეუღლე თამაზ ოქროპირიძე პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიაა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც მაძლევს დიდ ენერგიას და ძალას. რომ არა ის, მე ალბათ ამდენს ვერ მივაღწევდი, ვერც შევძლებდი… მიუხედავად ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ის ჩემზე 17 წლით უფროსია, მას გაცილებით ახალგაზრდული აზროვნება აქვს და დროსაც კი უსწრებს, ვიდრე მე… ჩვენ ვართ არაჩვეულებრივი მეგობრები, პარტნიორები… ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და ერთმანეთის დიდი ნდობა გვაქვს… ჩვენი შვილი ალექსანდრე, სანდრო ოქროპირიძე, 14 წლისაა… სანდროს არ უყვარს მისი პიროვნების აფიშირება…. ძალიან თავმდაბალი და მორიდებულია. წარმატება აქვს თანამედროვე – სამეჯლისო ცეკვებში… უკვე იცის რამდენიმე პროგრამული ენა… ძალიან კარგად ერკვევა კომპიუტერში… უყვარს მათემატიკა და ინგლისური… იცის რუსულიც. ჩემი ოჯახი ივლისში უკვე აქ იქნება და სანდრო ამერიკული სკოლის მეათე კლასში გააგრძელებს სწავლას…
 რაზეა დამოკიდებული, რომ ადამიანი წარმატებული იყოს?
–  ნებისყოფაზე, მიზანდასახულობაზე, თავდაუზოგავ შრომაზე და ჩამოყალიბებულ გეგმაზე – ყოველთვის უნდა იცოდე, რა გინდა…
მინდა დავეხმარო ნიჭიერ ახალგაზრდებს, ვისაც სურთ განვითარდნენ თავის სფეროში… – ეს თქვენ ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ. რას აპირებთ სამომავლოდ?
– ამჟამად ვმუშაობ კომიუტერული სახელმძღვანელოს თარგმანზე ინგლისურიდან ქართულად, რომელიც მონაცემთა ბაზაში მუშაობას ეხება… სამომავლოდ კიდევ მაქვს გარკვეული გეგმები, არა მარტო ტექნიკურ, არამედ შემოქმედებით სფეროშიც, თუმცა ამ თემაზე დეტალებს სხვა დროს მოგახსენებთ…
ოცნება, რომელსაც გულში ინახავთ, თუ ყველა ოცნება აგისრულდათ?
–  სულ ვოცნებობ!.. ისე, რასაც ჩავიფიქრებ, ვასრულებ ხოლმე…. ამჟამად ჩემი უმთავრესი საფიქრალი და საოცნებო შვილის განათლებასა და კარიერაზე ზრუნვაა ამერიკაში – მისი დიდი იმედი მაქვს, რომ თავს გაართმევს…
–  ქართველები ემიგრაციაში
– ქართულ ემიგრაციას უჭირს ამერიკაში… ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ ისეთი წარმატებული,  როგორც თუნდაც ებრაული, რუსული, უკრაინული თუ ინდოეთის ემიგრაციაა…. უმეტეს შემთხვევაში, არ გვიყვარს ერთმანეთის გატანაც…
 რას ეტყოდით საქართველოს შორეული ამერიკიდან?
– ჩვენი უწმინდესის, ილია მეორის სიტყვებს გავიხსენებ – არ შეეგუოთ სიღარიბეს, არ შეუშინდეთ სიახლეებს და გამოწვევებს, არ დანებდეთ განსაცდელს, სადაც არ უნდა იყოთ…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები