თავდაცვის სამინისტრო: ძოძუაშვილი თანამდებობას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაუბრუნდა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაუბრუნდა“, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
”თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის ითხოვდა უჩა ძოძუაშვილის თანამდებობაზე აღდგენას. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ვალდებულებას, რომ ძოძუაშვილი აღადგინოს თანამდებობაზე”, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები