უჩა ძოძუაშვილი “დელტას” ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღადგინეს

​უჩა ძოძუაშვილი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ ხელმძღვანელი, თანამდებობაზე აღადგინეს. როგორც „დელტაში“ აცხადებენ, ძოძუაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა და მივლინებით საუდის არაბეთში იმყოფება.
​სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტას” ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის მაისში თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით გაათავისუფლეს. ამისი მიზეზი, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა გახდა. მაშინ კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების კუთხით არსებულ ვითარების შესწავლა თავდაცვის სამინისტრომ გენერალურ ინსპექციას დაავალა. უჩა ძოძუაშვილ მაშინ აცხადებდა, რომ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, „დელტა“ მაქსიმუმს აკეთებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები