ისრაელის ელჩი: აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის საზღვარზე შემოწმება იქნება გართულებული

“აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის საზღვარზე შემოწმება იქნება გართულებული, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ეცდებიან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ისრაელის ელჩმა, შაბთაი ცურმა განუცხადა.
ამასთან, ისრაელში 17 აპრილიდან ამოქმედდება ახალი კანონი თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით.
”2016 წელს საქართველოდან ისრაელში ჩავიდა 13 188 ტურისტი, მათ შორის 3 700-მა მოითხოვა თავშესაფარი. თავშესაფარი უფლებას აძლევდა მოქალაქეებს, რომ სამი წლის განმავლობაში ემუშავათ ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ვართ დაძმობილებული სახელმწიფოები, 2600-წლიანი ისტორიაა ებრაელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის და ყველას ვთხოვ, რომ ამ ურთიერთობას ხელი შეუწყოს. საქართველო გამოცხადდა უსაფრთხო ქვეყნად ისრაელის სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის. შესაბამისად, ვინც თავშესაფარს მოითხოვს, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა ელჩმა.
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, დეტალებზე მოლაპარაკებები 2 ქვეყნის საკონსულოებს შორის 10 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები