მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა გორში, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრა პროექტის – „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრთან (RECC) ერთად განახორციელებს.
პროექტის მიზანია კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, ასევე, საპილოტე პროექტების განხორციელება მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დასანერგად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები