„მამა გიორგის გველის შხამის შესაძენად შორენა თეთრუაშვილმა 500 დოლარი გადაუხადა”

“ მამა გიორგის გველის შხამის შესაძენად შორენა თეთრუაშვილმა 500 დოლარი გადაუხადა”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს. მისი თქმით, საბოლოოდ, გველის შხამის შოვნა ვერ მოხერხდა.
„მამა გიორგი ჩვენებაში წერს, რომ შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა გველის შხამის შოვნა. უთხრა, მალამოების დასამზადებლად მჭირდებაო და 500 დოლარი მისცა. ეს მოხდა მაშინ, როცა შორენა ბათუმში იყო -2016 წლის ზაფხულში. მამა გიორგი შეეცადა, ეშოვა და დაუკავშირდა კაცს, რომლის ვინაობას ახლა ვერ დაგისახელებთ. სწორედ ეს პირი დაასახელა მამა გიორგიმ ჩვენებაში და ამის შემდეგ დაკითხა ის გამოძიებამ. მაშინ მას ჰკითხა მამა გიორგიმ, გველის შხამი სად ვიყიდოო? ლაპარაკი იყო ყაზახეთისა და სხვა ქვეყნებზე.. გაშიფრულია მამა გიორგის სატელეფონო საუბრები, მიმოწერა და მეილი. რუსულად არის მიმოწერა, სადაც გველის შხამზეა ლაპარაკი. ის კაცი სწერს, იყიდება, მაგრამ ოფიციალური პროცედურებია საჭირო, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეიძლება ყიდვაო. სთხოვა შორენამ და მამა გიორგიმაც გაიკითხა, მაგრამ ვერ უშოვა გველის შხამი“, -აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები