თურქეთის ელჩი: ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით

“თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზეკი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა.
ელჩმა ეს საქართველოში არსებული გარკვეული ძალების მიერ გაკეთებული იმ განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, „თურქეთს გარკვეული ტერიტორიული პრეტენზიები აქვს აჭარაზე“

„კიდევ ერთხელ განვმარტავ: თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით! ყარსის ხელშეკრულება უდავოდ გაგრძელდა და მას სრულ პატივისცემას ვუცხადებთ – ყარსის ამ ხელშეკრულების მიხედვით კი, ბათუმი და აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. და ეს არასოდეს შეიცვლება! მორჩა და გათავდა“, – აცხადებს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები