საპატრიარქოს იურისტი დეკანოზ მამალაძეზე: შიმშილობა, არის თვითმკვლელობისკენ მიმავალი გზა

“მოძღვარი, რომელიც ხელს აწერს შიმშილობის ოქმს, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ეს იმ ეკლესიისთვის, რომელსაც, წესით, უნდა ემსახურებოდეს“, – ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტს.
როგორც ქარჩავამ განაცხადა, მისთვის გაუგებარია შიმშილობით რას აპროტესტებს დეკანოზი და მაგალითისთვის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი მოჰყავს, სადაც დეკანოზი ციანიდის შესყიდვით არის დაინტერესებული.
„რაც შეეხება გიორგი მამალაძის შიმშილობას, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ შიმშილობა, რომელსაც არ ახლავს ღვთიური მადლმოსილება, ეს არის თვითმკვლელობისკენ მიმავალი გზა. მოძღვარი, რომელიც ხელს აწერს შიმშილობის ოქმს, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ეს ქრისტიანულად, რას ნიშნავს ეს იმ ეკლესიისთვის, რომელსაც, წესით, უნდა ემსახურებოდეს.
არ მესმის, რას აპროტესტებს მამალაძე?! გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ის თავად ადასტურებს, რომ დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით, უბრალოდ, შემდეგ ინტერპრეტაციას აკეთებს, რომ მარილზე გასვლაში ხუმრობდა და მკვლელობა არ მინდოდაო. ამ დრომდე ის ხელს აფარებს სხვა პირებს და არ ამბობს სიმართლეს“,-განაცხადა ქარჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები