კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, რომელმაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვისარაერთი სახელმწიფო პრემია მიიღო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.
არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები