ხანძარი ბუდაპეშტის ქუჩაზე – გარდაცვლილია 70 წლამდე ასაკის მამაკაცი

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი დახვდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 112-ში შეტყობინება დაკვამლიანების თაობაზე შევიდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი მაშველებს 8 კვ.მ-ზე დახვდათ და ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა.  ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები