კასპში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კასპში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერიდან დაიწყო, სადაც მისი ბიუსტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. მამა გიორგიმ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.
მსვლელობა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალისკენ გაიმართა. გიორგი ხორგუაშვლის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი მონტაჟი წარმოადგინეს, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები