ილია მეორე: 9 აპრილს მომიტინგეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ 1989 წლის 9 აპრილს მას მომიტინგეებისთვის დაშლისკენ არ მოუწოდებია.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მან მომიტინგეებს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესვლისკენ მოუწოდა.
”დღეს არის 9 აპრილი, მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულის დღეც არის. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო. მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი ამ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ”, – აღნიშნა ილია მეორემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 28 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები