თბილისში „მაგთის“ ოფისი გაქურდეს

თბილისში, გლდანში, უცნობმა პირმა კომპანია „მაგთის“ ოფისი გაქურდა.
კომპანია „მაგთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაჩო მიქელაძე ზარალის რაოდენობას ვერ აკონკრეტებს.
მისი თქმით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები