გიორგი გახარია: პრეზიდენტმა ის პოზიტიური ტენდენციები აღნიშნა, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს

„პრეზიდენტმა ის პოზიტიური ტენდენციებიც აღნიშნა, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს“, – ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მან პარლამენტში დეპუტატებს წარუდგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგი ელოდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო შინაარსობრივი და საქმიანი იქნებოდა.
„ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო შინაარსობრივი და საქმიანი იქნებოდა. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და შინარსობრივი ტექსტის. იყო ბევრ თემაზე საუბარი, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, ტექსტი უფრო შინაარსობრივი და საქმესთან ახლოს ყოფილიყო.
პრეზიდენტმა ის პოზიტიური ტენდენციებიც აღნიშნა, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს. თუმცა, საერთო ჯამში, ველოდით უფრო შინაარსობრივ ტექსტს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები