გიორგი კვირიკაშვილი: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური (ვიდეო)

“მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა შეაფასა.
„ეს იყო ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელ რიგ მიმართულებებზე, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, არამხოლოდ ჩემი აზრით, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების აზრითაც, შესანიშნავი პროგრესია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები