გიორგი მარგველაშვილი: სახალხო დამცველის ანგარიშის გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს

“სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომბუდსმენის დოკუმენტში ასახული პრობლემების გათვალისწინება ქვეყანას ბევრს საფრთხეს ააცილებს.
„მცდარია შეხედულება თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია, ერთეულ შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება. უახლოეს ხანში თქვენ ამ ტრიბუნიდან სახალხო დამცველი მოგმართავთ მოხსენებით, რომელშიც ბევრ პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება.
სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს. გვახსოვდეს, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება თავიდან აგვარიდებს მახინჯი შემთხვევების,სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას.
გვახსოვდეს, ასეულობით ჩვენი მოქალაქე ელოდება რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის, ხანდაზმულების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე.
მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია, ერთეული შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები