საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.
საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა.
„მინდა მივულოცო ხარების დღესასწაული მთელ ქვეყანას. ჩვენს საზოგადოებას ვუსურვებ ბედნიერებას, წარმატებას და ღვთის მადლს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები