არჩილ თალაკვაძე “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ედინბურგში “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.
2 დღის განმავლობაში, ედინბურგში, ოფიციალური პირები და საბიუჯეტო ოფისების წარმომადგენლები მსოფლიოს 35 ქვეყნიდან, იმსჯელებენ მმართველობის, ფისკალური პოლიტიკის, ბიუჯეტის დაგეგმვის და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. მოხდება გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტენდენციების განხილვა.