ლელა კილაძე: ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება, მას ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული

„ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული”, – ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ გუკა რჩეულიშვილის მეუღლემ, ლელა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლელა კილაძე გლდანის N 8 დაწესებულებასთან იმყოფება, სადაც იგი მეუღლეს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ელოდება. ლელა კილაძესთან ერთად, გუკა რჩეულიშვილს ახლობლები და ოჯახის წევრებიც ელოდებიან.
“9 -თვიანი ვადა 12 აპრილს გადიოდა. პროცესები გრძელდება. პროკურორების საქმეა ის, რომ იმედი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენის, მე ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული”, – განაცხადა ლელა კილაძემ.
სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გურამ რჩეულიშვილს, ასევე, დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები