გიორგი მარგველაშვილი: ქვეყნის მთავარი კანონის შექმნა ყველა ჩვენგანის უფლებაზე გადის

 „ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები. შესაბამისად, ქვეყნის მთავარი კანონის შექმნა ყველა ჩვენგანის უფლებაზე გადის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის – ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხალხის ემოციის და სულისკვეთების საფუძველზე, განათლებულმა იურისტებმა და კონსტიტუციონალისტებმა უნდა შექმნან მთავარი დოკუმენტი. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის შექმნა ყველა ჩვენგანის უფლებაზე გადის.
”საბჭოთა კავშირში კონსტიტუცია იყო ჩვენთვის ძალიან განყენებული დოკუმენტი. იქ ადამიანი არ აღიქმებოდა დამოუკიდებელ, თავისუფალ ინდივიდად, არამედ აღიქმებოდა ერთიანი საბჭოთა სისტემის მშენებელ აგურად, ან უფრო ადეკვატურად რომ ვთქვათ, ჭანჭიკად, რომელიც მოჭერილი იყო დიდ მექანიზმზე, რომელიც მუშაობდა, მაგრამ იქ შენ იყავი ჭანჭიკი. დღეს, როდესაც 25 წელია ჩვენ დამოუკიდებლობის მშენებლობა დავიწყეთ, განსხვავდება იმ სისტემისგან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არა მარტო თავისუფალი საქართველოს შვილები ვართ, არამედ ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები. შესაბამისად, ქვეყნის მთავარი კანონის შექმნა ყველა ჩვენგანის უფლებაზე გადის. ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ იურიდიულად დახვეწილი ფორმულირებების მთქმელი, მაგრამ თანამონაწილე, ემოციის შემქმნელი იმისა, როგორი იქნება ეს კანონი, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ. ჩვენი ემოციის და სულისკვეთების საფუძველზე, ჩვენი ოცნებების და სურვილების საფუძველზე, უკვე განათლებულმა იურისტებმა, კონსტიტუციონალისტებმა უნდა შექმნან მთავარი დოკუმენტი, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით – ”ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები”, ასევე უნდა დასრულდეს ამ ემოციით და მას ხელს უნდა ვაწერდეთ თითოეული ჩვენგანი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები