“ბანკი ქართუ” “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ცილისწამებისა და ბანკის რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის სასამართლოში უჩივლებს

“ბანკი ქართუ” “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ნუგზარ წიკლაურს და გოგა ონიანს ცილისწამებისა და ბანკის რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ „ბანკი ქართუს“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი უძილაური ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ნუგზარ წიკლაურს და გოგა ონიანს დღევანდელი ბოდვისთვის “ბანკი ქართუ” სასამართლოში უჩივლებს და ბოდიშს მოახდევინებს ცილისწამებისა და ბანკის რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის“, -წერს უძილაური.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გოგა ონიანი და ნუგზარ წიკლაური კომპანია “ქართულ საინვესტიციო ჯგუფ 21-ესა“ და „ბანკ ქართუს“ თაღლითობაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ, 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის თანახმადაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ, ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ. გოგა ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ „ბანკ ქართუდან“ 6-მილიონიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. გოგა ონიანის განცხადებით, მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც, „ბანკი ქართუ“ მძღოლებს მანქანებს ართმევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები