თამარ ჩუგოშვილი და გიორგი ტუღუში საერთაშორისო კონფერენციაში „პოლიტიკური უმრავლესობისა და ოპოზიციის ურთიერთობა დემოკრატიის ფარგლებში” იღებენ მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის წევრი გიორგი ტუღუში 6-7 აპრილს, ბუქარესტში, საერთაშორისო კონფერენციაში – „პოლიტიკური უმრავლესობისა და ოპოზიციის ურთიერთობა დემოკრატიის ფარგლებში” იღებენ მონაწილეობას.
თამარ ჩუგოშვილი სესიაში – „ურთიერთობა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის – მთავარი გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა” მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს.
კონფერენციას, რომელიც ვენეციის კომისიისა და რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერაა ორგანიზებული, ევროპის პარლამენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
მონაწილეები უმრავლესობისა და ოპოზიციის ურთიერთქმედების, მათ ურთიერთობაში არსებული გამოწვევების, ასევე, მათ შორის ეფექტური და კონსტრუქციული თანამშრომლობის გზებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები