სოსო ვახტანგაშვილი: ის განცხადება, რაც შარტავამ გააკეთა პოლიტიკური ერთობის შესახებ, ძალაშია

“მალე დავაანონსებთ იმ პოლიტიკური მოძრაობის შესახებ, რაც საინტერესო წინადადებებს გააცნობს ხალხს”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ეროვნული ფორუმის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ, კახა შარტავას მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური გაერთიანება საზოგადოებას საკუთარ პროგრამას მალე გააცნობს.
„ის განცხადება, რაც კახა შარტავამ გააკეთა პოლიტიკური ერთობის შესახებ, არის ზალაში, მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ვიტყვი, რომ მალე საზოგადოება მოისმენს იმ ახალი პოლიტიკური გაერთიანების იდეებს, რაც „ეროვნულმა ფორუმმა“ რამდენიმე თვის წინ დააანონსა“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები