მიწისქვეშა წყლების მარაგების და პროგნოზული რესურსების გამოთვლის ეროვნული ინსტრუქცია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიწისქვეშა წყლების მარაგების და პროგნოზული რესურსების გამოთვლის ეროვნული ინსტრუქცია გააცნო.
სახელმწიფო ინსტრუქცია საშუალებას იძლევა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს საბადოების შესწავლა, კლასიფიკაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიხედვით, მარაგების კატეგორიზაცია. ინსტრუქციის მიხედვით შედგენილი მარაგების გამოთვლის ანგარიში სახელმწიფოს ხელს შეუწყობს, რაციონალურად მართოს ქვეყნის ბუნებრივი რესურსები და მოიზიდოს ქართული და უცხოური კომპანიები, რომლებიც აღიარებენ პასუხისმგებლიან სამთო მოპოვების პრაქტიკას. ასევე, დაეხმარება ინვესტორებს, ფლობდნენ სრულ ინფორმაციას ლიცენზიით გამოყოფილ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგებზე, მათ ხარისხზე და ფინანსურ დანახარჯებზე.
შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები