ჯაბა სამუშიამ ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა სამუშიამ, ამავე რაიონის გამგებლის მოადგილეებთან ბეჟან ხუციშვილთან და ირაკლი ანდღულაძესთან ერთად, მონადირის, ავშნისა და ნუშის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაობის მონიტორინგი განახორციელა.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა საკანალიზაციო ქსელი, ხოლო მომავალი კვირიდან კი გზის საფარის დაგებაა დაგეგმილი, 3 მილიონი ლარი დაჯდა.
დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს საკანალიზაციო სისტემა კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი, რაც მეზობელ სახლებსა და შიდა ქუჩებს საფრთხეს უქმნიდა. ჩატარებული სამუშაოებით კი პრობლემა მთლიანად მოგვარდა.
პროექტი, რომელსაც ნაძალადევის გამგეობა ჯაბა სამუშიას თანადგომით ახორციელებს, უახლოეს მომავალში დასრულდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრი დღესვე ავშნის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, მათ წინადადებებს გაეცნო და დეპუტატის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები