პრემიერმა ქუთაისში ახალი სასტუმრო გახსნა

Best Western Kutaisi – ასე ჰქვია პირველ ბრენდირებულ სასტუმროს იმერეთის რეგიონში, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით ააშენა.
სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი აქვს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სასტუმრო ასევე მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.
პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია. Best Western International-ი სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4 000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები