ირაკლი კობახიძე სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებს გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებს გამოთქვამს. იგი მომხდარის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანაუგრძნობს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. ტერორიზმთან ბრძოლა არის თანამედროვე, ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ჩვენი, ყველას ვალია, ერთად ვებრძოლოთ იმ მოვლენებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, -აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. ​ბოლო ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროში 2 აფეთქება მოხდა, თუმცა მოგიანებით გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ერთ აფეთქებას. 22 დაშავებული საავადმყოფოებშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები