პრემიერ-მინისტრმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის დაათვალიერა

დასავლეთ საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ფუნქციონირებს. რეგიონული დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების შენობა ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
ლაბორატორია 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში განთავსებულია სასამართლო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის, სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები