“რუსთავი 2”-ში რეორგანიზაცია დაიწყო – უცნობია, რომელი გადაცემები დაიხურება

„რუსთავი 2“-ში დიდი რეორგანიზაცია დაიწყო”,-ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმში“ წერია. ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს. მისი თქმით, ჰოლდინგში შემავალ ტელეარხებზე, მათ შორის „მარაოსა“ და „კომედი არხზე“ რეორგანიზაცია ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გვარამია გამორიცხავს რომელიმე არხის მთლიანად დახურვას, თუმცა, მისი განმარტებით, რეორგანიზაცია კონკრეტული გადაცემების დახურვას გულისხმობს.
„ჩვენი ქონება დაყადაღებულია. ამ დროის განმავლობაში, ინვესტირება არავის გაუკეთებია. შესაბამისად, გვაქვს ფინანსური პრობლემები, რასაც არხის რეორგანიზაციის საჭიროებამდე მივყავართ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს იმ გადაცემებს, რომლებიც შესაძლოა, დაიხუროს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გვარამია ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, „რუსთავი 2“-ზე ინვესტირება არავის გაუკეთებია. ცხადია, აქ, პირველ რიგში, არხის მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს გულისხმობს, რომლებთანაც ბოლო პერიოდში გვარამიას ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები